UNjobs Все вакансии →

Менеджер по продажам

On+ · Tbilisi, Грузия · по договорённости

Компания
On+
Город
Tbilisi, Грузия
Зарплата
по договорённости
Уровень
middle
Формат
part_time

ON+ ეძებს ადამიანს, რომელიც შეძლებს ახალი კლიენტების მოძიებას და კომპანიაში რეალური პროექტების მოზიდვას.
თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი, შეგიძლია კომპანიებთან დაკავშირება, შეხვედრების დანიშვნა და მოლაპარაკებების წარმოება — ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გააკეთებ: ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
კომპანიებთან პირველადი კომუნიკაცია;
შეხვედრების ორგანიზება;
ჩვენი მომსახურებების შეთავაზება;
მოლაპარაკებების წარმოება;
ახალი ობიექტებისა და პროექტების მოზიდვა;
ანაზღაურება: ფიქსირებული ან ბონუსური
ანაზღაურების პირობები შეთანხმებით განისაზღვრება მომსახურების/სეგმენტის, ობიექტის მოცულობისა და პროექტის ღირებულების მიხედვით.
წარმატებით მოზიდული და მიღებული ობიექტიდან თანამშრომელი მიიღებს შესაბამის პროცენტულ ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი.
შესაძლებელია სამუშაოს სრულად მოქნილი ორგანიზება — მთავარი მოთხოვნაა შედეგი და მოზიდული კლიენტები , არა ოფისში გატარებული საათების რაოდენობა.
ვის ვეძებთ: კომუნიკაბელურ და აქტიურ ადამიანს;
ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება;
სასურველია B2B გაყიდვების გამოცდილება;
სასტუმროებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ბიზნეს ცენტრებთან ან სხვა კორპორაციულ კლიენტებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება უპირატესობად;
გამოცდილება მსგავს პოზიციაზე აუცილებელი არ არის, თუ გაქვს ძლიერი გაყიდვების უნარი და შედეგის მოტანის სურვილი.
ჩვენ შესახებ ON+ მუშაობს რთულ და სპეციალიზებულ პროექტებზე, მათ შორის:
• სამრეწველო ალპინიზმი
• ფასადების წმენდა და ტექნიკური მომსახურება
• ფასადების რემონტი და შეღებვა
• მინისა და რთულად მისადგომი ზედაპირების წმენდა
• მზის პანელების წმენდა
• იზოლაცია და ჰიდროიზოლაცია
• სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები
• სპეციალიზებული და არასტანდარტული ტექნიკური მომსახურებები

საკონტაქტო [контакты и ссылка отклика — после бесплатной регистрации]

Открыть и откликнуться →

Отклик ведёт на сайт работодателя. Бесплатная регистрация открывает отклик и разбор резюме.